მრავალპროფილური კლინიკა

White and Blue Modern Business Consultant Facebook Post.png

"თელავის რაიონული საავადმყოფო, მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის სინთეზით ჩამოყალიბებული, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა კახეთის რეგიონში.
კლინიკის იტორია 1977 წლიდან იღებს სათავეს, უკანასკნელი წლების განმავლობაში მოხდა ინფრასტრუქტურის რადიკალური ცვლილება.
ამავე პერიოდში კლინიკამ შეიძინა ევრო სტანდარტის დონის ჟანგბადის ქარხანა, რომელიც
უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ქვეყანაში და რეგიონში შექმნილი ჟანგბადის დეფიციტის დროს.

კლინიკა ფლობს შემდეგ სამედიცინო ლიცენზიებს :

რეანიმაციული მომსახურება - I II III დონის ინტ. მოვლა;
ქირურგიული მომსახურება - II III დონე;
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება - III დონე;
რადიოლოლოგიური საქმიანობა - CT და XRAY;
ინტერვენციულიკარდიოლოგია;
ნეიროქირურგია;
ოფთალმოლოგია;
გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა და ოტორინოლარინგოლოგია,
ლაბორატორიული საქმიანობა - კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

თელავის რაიონულმა საავადმყოფომ,

კახეთში პირველებმა გავხსენით კარდიო ინტერვერციული
სერვისი და მხოლოდ ჩვენ გვყავს ადგილზე ინტერვენციონისტი 24/7-ზე.

2001 წლიდან ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც ანხორციელებს
ოფთალმოქირურგიულ სერვისს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით
8000 ზე მეტი ქირურგიული ჩარევა გვაქვს გაკეთებული.
ჩვენი მისია და ღირებულებები:
თანამედროვე მედიცინა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს. თელავის რაიონული საავადმყოფო მუშაობს სამი მთავარი ღირებულებით: პაციენტზე ორიენტირებულობა, პროფესიონალიზმი და ეთიკა , განვითარება და პასუხისმგებლობა .
კლინიკის წარმატების მთავარი საფუძველი ჩვენი ექიმების გუნდია. ჩვენი კლინიკის თითოეული თანამშრომელი და მედ პერსონალი რეგულარულად გადიან ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებს.
თელავის რაიონულმა საავადმყოფომ, ერთერთმა პირველებმა რეგიონში მიიღო, ინსულტის მართვის პირველადი ერთეულის ნებართვა, რის შემდგომაც ბოლო წლის განმავლობაში გვაქვს ჩატარებული მრავალი წარმატებული თრომბოლიზისის შემთხვევა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული სრული აკრედიტაცია , კლინიკა სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტებს ინფრასტრუქტურის, პროფესიონალიზმისა და უსაფრთხოების კუთხით.
Temos International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია- კახეთის რეგიონში პირველმა, ხოლო საქართველოს მაშტაბით მეხუთემ, გაიარა მკაცრი საერთაშორისო შეფასება და დააკმაყოფილა გლობალური სტანდარტები პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მენეჯმენტისა და მომსახურების ხარისხში. ეს აკრედიტაციები მოწმობს, რომ კლინიკა არა მხოლოდ ასრულებს მინიმალურ მოთხოვნებს, არამედ ისწრაფვის უმაღლესი სტანდარტებისაკენ.

ჩვენი მისიაა საგანგებო ზრუნვა პაციენტებზე, სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობის პრინციპი და ყველა სამედიცინო პერსონალის ჩართულობა უწყვეტი განათლების სისტემაში, ასევე სამედიცინო კვლევების, ინოვაციებისა და აღმოჩენების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შრომის უსაფრთხოების გეგმიური ინსპექტირების ფარგლებში მარეგულირებელს არ აღმოუჩენია არც ერთი დარღვევა ჩვენს კლინიკაში.